ნანუკა სეფაშვილი
„საჩუქარი“ 27 ოქტომბერს ერთი წლით დაემშვიდობა მაყურებელს. წელს ფესტივალმა საფრანგეთის, რუსეთის, შვედეთისა და თურქეთის დასებს უმასპინძლა. იქიდან გამომდინარე, რომ ფესტივალი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, ეს ერთგვარი დიდი დაბრუნება უნდა ყოფილიყო. თუმცა, თუ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, ალბათ გულწრფელი არ ვიქნები. სახელები, რომლებზეც აქცენტი კეთდებოდა, მათმა ნაწილმა გულგატეხილი დატოვა მაყურებელი. ვგულისხმობ მამა-შვილ ბრუკებს. სამაგიეროდ, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი თითოეული სპექტაკლი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა. მათ არა ერთი ან ორი, არამედ ოთხი სპექტაკლი წარუდგინეს მაყურებელს. თითოეულ სპექტაკლს კი ორ-ორი დღე ეთმობოდა. ოთხივე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თავად დიმიტრი კრიმოვია. წლევანდელ ფესტივალს შეიძლება კრიმოვის ლაბორატორიის ფესტივალიც კი ვუწოდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ეს დასი იყო ფესტივალის ლიდერი, როგორც მაყურებელთა დასწრებით ასევე სპექტაკლების რაოდენობითა და საფესტივალო დღეების ოდენობით. ამ ოთხი სპექტაკლით მაყურებელს ასე თუ ისე ნათელი წარმოდგენა შეექმნა დასის შესახებ და მათი შემოქმედება საკმაოდ კარგად გაიცნო. „კატია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“ - ლაბორატორია პირველად ამ სპექტაკლით შეხვდა ქართველ მაყურებელს. შემდეგ კი მას მოჰყვა „ჟირაფის სიკვდილი“, „ოპუსი N 7 ‘’ და „ ონორე დე ბალზაკი, ჩანაწერები მენდევიჩზე. ჩეხოვის „სამი დის“ მიხედვით“. იმის გამო, რომ ბოლო ორი მათგანის ნახვა ვერ მოვახერხე, ამიტომ მათზე ვერ ვისაუბრებ (თუმცა სპექტაკლზე დამსწრე მაყურებელთა შთაბეჭდილებებით თუ ვიმსჯელებთ, „ოპუსი N 7“ ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო, რომელმაც ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია). რაც შეეხება „კატია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“-ს, სპექტაკლი მართლაც საინტერესო იყო. დიმიტრი კრიმივის ლაბორატორია ძლიერი მსახიობებითაა დაკომპლექტებული, თითოეული ქმნიდა დასამახსოვრებელ და გამორჩეულ სცენურ გმირს. სპექტაკლის ზოგიერთი ეპიზოდი განსაკუთრებით კარგად დადგმული და მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი რეჟისორის ფანტაზიისა და კარგი სამსახიობო ანსამბლის შედეგია. ასევე საინტერესო იყო „ჟირაფის სიკვდილი“-ც, თუმცა არა იმდენად როგორც „კატია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“. პიესის შინაარსიდან გამოდინარე, სპექტაკლი მინიმალისტურად იყო გადაწყვეტილი.

განსხვავებით კრიმოვის სპექტაკლებისგან,
მაყურებელს სრულიად სხვა რეაქცია ჰქონდა პიტერ ბრუკის შვილის- ირინა ბრუკის -სპექტაკლებზე.
ირინა ბრუკის „ოცნების თეატრი“ თბილისს „კუნძულის ტრილოგიით“ ეწვია. 18 ოქრომბერს ფრანგულმა
დასმა „ქარიშხალი“ წარმოგვიდგინა. ხოლო 19 ოქტომბერს „ოდისეა“ და „მონათა კუნძული“.
მიუხედავად მსახიობების დიდი მცდელობისა სამივე
ნაწილი საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. „ქარიშხალზე“ სავსე დარბაზს დრო
და დრო აკლდებოდა მაყურებელი, წარმოდგენის დასასრულს კი რუსთაველის თეატრს მხოლოდ ხალხის
ნახევარიღა შემორჩა. მეორე დღეს კი, ტრილოგიის
მეორე და მესამე ნაწილზე, დარბაზი მხოლოდ რამოდენიმე ათეული ადამიანს ითვლიდა. სამწუხაროა,
რომ ირინა ბრუკის ამ ნამუშევარმა პირველი დღის მაყურებებელს აღარ გაუჩინა სურვილი მეორე
დღეს კვლავ დაბრუნებულიყვნენ ტრილოგიის დასასრულის სანახავად. სპექტაკლი არ აღმოჩნდა
ისეთი როგორადაც ახასითებდნენ მას.
აღსანიშნავია, რომ პიტერ ბრუკს (ირინა ბრუკის
მამა) იგივე პრობლემა ქართველ მაყურებელთან არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ მის სპექტაკლს
„კოსტიუმს“ (რომლითაც გაიხსნა ფესტივალი „საჩუქარი“2013) შესანიშნავს ვერ ვუწდებთ,
დარბაზის დატოვების სურვილი ნამდვილად არავის გასჩენია.
თეატრალურ
რეცენზიაში მექნებოდა საშუალება განმეხილა ირინა ბრუკის სპექტაკლების სხვა და სხვა
დეტალები, ბლოგპოსტში კი ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ წარმოდგენაში ნაკლებად იყო რეჟისორული
ნამუშევარი. რეკვიზიტებით გადატვირთულ სცენაზე მდგომი მსახიობები კი უშედეგოდ ცდილობდნენ
სპექტაკლის საინტერესოდ წარმოჩენას.
დავიტოვოთ იმედი, რომ თუ მომავალში ირინა ბრუკის „ოცნების თეატრი“ კვლავ ეწვევა თბილისს, მისი სპექტაკლი ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდება ვიდრე წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი „კუნძულის ტრილოგია“.

No comments:
Post a Comment