ნუცა კობაიძე
4
წლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლის 13 ოქტომბერს, პიტერ ბრიუკის სპექტაკლმა გახსნა ფესტივალი
„საჩუქარი“. ფესტივალი 1997 წლიდან არსებობს და იმედია ყოველ წელს გაგვახარებს არაჩვეულებრივი პროგრამებით.
ემოციური
იყო ფესტივალის გახსნა, თუმანიშვილის თეატრში, რაც დააგვირგვინა პიტერ ბრიუკის ვიდეო
ჩანაწერმა, სადაც ის ძალიან დიდი სიყვარულით და სითბოთი იხსენებს საქართველოს, ქართველ
ხალხს და დიდ მწუხარებას გამოთქვამს, რომ ვერ მოახერხა ჩამოსვლა თავის დასსთან ერთად.
რკინის
საკიდებლები რომლებიც ბევრ დანიშნულებას იძენენ სპექტაკლში (ხან ფანჯარა, ხან კარები,
ავტობუსი და ა.შ) ფერადი სკამები (ცოლ-ქმრის სარეცელი) და მაგიდა - სულ ეს არის სცენოგრაფია, ნაკლები დეკორაციით
წარმოდგენილი ლამაზი ტრაგიკომედია.
მუსიკალური
ბენდი და აფრიკული სიმღერები თემატურად შემოდის სპექტაკლში (ჩემთვის ცოტათი ზედმეტი
იყო ამდენი სიმღერა, მაგრამ არა გამაღიზიანებელი), რომელსაც ასრულებს ნონლანლა კესვა,
მატილდას როლის შემსრულებელი.
ორი
სიტყვით, რომ ვთქვათ სპექტაკლის ფაბულა არის ასეთი - იდეალური ოჯახური მდგომარეობა,
ცოლ-ქმარი, რომელიც ცხოვრობს სიამტკბილობაში და თითქოს არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი
მათ ბედნიერებას; სახლში დაბრუნებულ ქმარს ცოლი დახვდება საყვარელთან ერთად, რომელიც
ფანჯრიდან გაიპარება და დარჩება კოსტიუმი. სწორედ ეს კოსტიუმი დაატრიალებს ტრაგედიას.
თითქოს პატიობს მეუღლე ღალატს მატილდას, ყველაფერი მშვიდად და ისევ იმ ხალისით გრძელდება
როგორც დაიწყო წარმოდგენა, მაგრამ ოჯახში უკვე მესამე არსებამ კოსტიუმმა დაისადგურა.
ქმრის მოთხოვნით კოსტიუმი გარეშე აღარც ჭამენ, აღარც წვებიან, აღარც სეირნობენ, ის
ხდება მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სწორედ დარჩენილი კოსტიუმის მეშვეობით უხდის
სამაგიეროს მეუღლეს, ის არცერთი წამით არ ავიწყებს ჩადენილ დანაშაულს რის შედეგადაც
ქალი იღუპება. სიტყვები “forgive
and forget“ (აპატიე და დაივიწყე) რამდენჯერმე გაისმის სცენაზე.
რატომღაც
თეატრში მოსული საზოგადოება და მათ შორის მეც, ყველა ველოდით რაღაც გრანდიოზულს, რადგან
ეს პიტერ ბრიუკი იყო, მაგრამ დაგვხვდა ძალიან უბრალო, თბილი და მოსიყვარულე სპექტაკლი,
რომელმაც უმტკივნეულოდ მოგვიყვა ღალატის ისტორიის შესახებ. მართალია აქ პერსონაჟი მორალურად
და შეიძლება ფიზიკურადაც იღუპება რაც ხაზგასმული არ არის, მაგრამ მაინც ისე იყო ეს
ყველაფერი მოწოდებული, რომ დათრგუნული არავინ გამოსულა სპექტაკლიდან.

No comments:
Post a Comment